суббота, 3 апреля 2010 г.

სად რა ჩავიცვათ?












პროექტის სახელი: სად რა ჩავიცვათ?






პროექტის მიზანი: შესაძლო ტანსაცმლისა და ნივთების შერჩევა დანიშნულების და ვითარე ბის მიხედვით.






პროექტის სრული აღწერა: კლასს დავყოფ 5ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა თითო სიტუაციური ამოცანა.






1ჯგ. ნინი მიდის ზღვაზე დასასვენებლად. შეურჩიეთ ნინის შესაფერისი ტანსაცმელი. (შეარჩევენ საზღვაო ტანისამოსის მოდელებს)






2ჯგ. ლია დილით მიდის სკოლაში. შეურჩიეთ მას შესაფერისი ტანსაცმელი.(არჩევენ სასკოლო ტანსაცმლის მოდელებს)

3ჯგ. სკოლიდან დაბრუნებული მარიამი აბაზანაში შევიდა და შხაპი მიიღო. რა ჩაიცვას მარიამმა სააბაზანოდან გამოსვლისას?(არჩევენ სააბაზანო ხალათის მოდელებს, ოთახის ქოშების დიზაინს)

4ჯგ. გოგამ ფეხბურთის თამაში მოისურვა, ურჩიეთ მას რა ჩაიცვას? ( არჩევენ სპორტული ტანსაცმლის მოდელებს)

5ჯგ. ანა კარნავალზე დაპატიჟეს, შეურჩიეთ შესაფერისი ტანსაცმელი. (არჩევენ საკარნავალო ტანსაცმლის მოდელებს)

თითოეული ჯგუფი თითო კვირის ბოლოს, შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენს პრეზენტაციით. საპრეზენტაციო მასალებს(ესკიზებს) მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით, მოდის ჟურნალებიდან. განმარტავენ, თუ რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ტანსაცმლის მოდელი მოცემულ შემთხვევაში. გამართავენ დისკუსიებს, ინტერვიუს აიღებენ მშობლებისგან, გადაიღებენ სურათებს, რის საფუძველზეც შექმნიან ალბომებს.

მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ვიზუალური მასალის მოძიება ინტერნეტით, მოდის ჟურნალებიდან, მოძიებული მასალის პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა, მოდელების შექმნა, ალბომების დამზადება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ტანსაცმლისა და ნივთების დაჯგუფებას დანიშნულების(საზღვაო, სასკოლო, სპორტული, საკარნავალო) ტანსაცმლის მიხედვით. შეიქმნება ალბომები.

სარგებელი სხვებისთვის: საპრეზენტაციო მასალების გამოყენებით სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყობა გამოფენა თანატოლებისათვის და მშობლებისათვის.

ამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნება: ჩამოუყალიბდებათ თანამშრომლობითი, კვლევითი, შერჩევითი, მოტორული უნარ-ჩვევები.

ხელოვნება: გამოჭრიან, დააკრავენ, გადაიღებენ ფოტოებს, შექმნიან ალბომებს. განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.

ისტ-ტექნოლოგიებში: გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.

პროექტის ფასილიტატორი: ნინო თაყაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninininininiko@gmail.com

ჩემი პორტფოლიო: ასო- ბგერა "ჟ"